საგადასახადო კოდექსში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით, მოგების გადასახადის რეფორმა ძალაში შევა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან, რის შემდეგაც მოგების გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსში შესული სხვა ცვლილებების მიხედვით, საგადასახადო დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ასევე, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი განთავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისგან.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მოხდება 100 000-მდე გადამხდელისთვის უიმედო საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა – 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციების ჩამოწერა ძირითადი თანხის გადახდის პირობით. საგადასახადო კონტროლს განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო.